დღეს გავეცანით პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებულ
რამდენიმე საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
განმავლობაში სისტემატურად ვცდილობდი, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც მნიშვნელოვან და თემებთან დაკავშირებით გვემუშავა პროექტებზე, ამ მოდულმა განსხვავებული კუთხით დამანახა ჩემი როლი და ფუნქცია სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
ვფიქრობ, ეს ტრენინგი დამეხმარება უფრო ორგანიზებულად წარვმართო მომავალი პროექტები.
- განვიხილეთ, რა არის პროექტი;
- ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ;
- შევქმენით ბლოგი;
- შევქმენით პროექტის პორტფოლიო;
- განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი.
Комментариев нет:
Отправить комментарий