пятница, 20 ноября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო.  მოვისმინეთ  
პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე.   წარმოვადგინეთ ჩვენი შექმნილი  პრეზენტაცია და  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შთაბეჭდილებები.  ვფიქრობ, მივიღეთ  კარგი გამოცდილება.  პროექტებით სწავლება დამეხმარება, უფრო ეფექტურად და  საინტერესოდ წარვმართო ჩემი პედაგოგიური მუშაობა.  დიდ მადლობას ვუხდი  თამარ ლოსაბერიძეს საინტერესო  ტრენინგისათვის

воскресенье, 15 ноября 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია


დღევანდელ ტრენინგზე ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო რესურსების გაცნობა, რასაც სამომავლოდ გამოვიყენებ პრაქტიკულად. ეს გამიადვილებს  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და საინტერესოდ წარმართვას.
  • შაბლონში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველი;
  • სიღრმისეულად  გავეცანით ინტელის რესურსებს;
  • გავეცანით საავტორო  უფლებებისა და  ინტერნეტში უსაფრთხოების წესების მნიშვნელობას.  
  • დავაკორექტირეთ და გამოვაქვეყნეთ საქაღალდე  ბლოგზე;
  • ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.


суббота, 14 ноября 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს  ვისაუბრეთ  შეფასების ინსტრუმენტებსა და პროექტის შეფასეაზე,  რაც  საკმაოდ რთული  საკითხიავფიქრობ, ეს მოდული დამეხმრება  მოცემულ საკითხთან  დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.

ჩამოვაყალიბეთ 
  •  სასწავლო პროცედურების თანმიმდევრობა;
  • შეფასების  ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი;
  • საბაზისო უნარ-ჩვევები;
შევავსეთ 
  • პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შაბლონი ;
გავეცანით
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას;
განვიხილეთ
  • ინდივიდუალური   განსხვავებები  
    სწავლის  დროს.
     


суббота, 7 ноября 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელმა  მოდულმა  დამანახა  ჩემი  დღემდე  შექმნილი  პრეზენტაციების  გარკვეული ხარვეზები.  ასევე საინტერესო იყო  ინტრნეტით მოძიებული ინფორმაციის  სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები. მოდული იყო საჭირო და  საინტერესო.

 გავეცანით:

 1. ინტერნეტში ინფორმაციის სანდოობის  საკითხებს;
2.  Word-ში Review  ინსტრუმენტებს;
3. ეფექტური პრეზენტაციის  მოთხოვნებს;
4. google dryve-ს მეშვეობით ფაილის ჩასწორება, გადაგზავნა, გაზიარების წესებს.

ვიმსჯელეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  ეფექტურობაზე და  დავიწყეთ  მისი მომზადება.


воскресенье, 1 ноября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


დღევანდელი მოდულით გავეცანი ჩემთვის  საინტერესო  რამდენიმე  საკითხს. მაგ: მიუხედავად იმისა, რომ  მაქვს ჩემი  ბლოგი,  რომელსაც აქტიურად ვიყენებ  სასწავლო პროცესში,  ამ მოდულმა მომცა საშუალება, მასში შევიტანო გარკვეული ცვლილებები და  დამატებები, რაც უფრო გაამრავალფეროვნებს  ჩემს  ელექტრონულ პორტფოლიოს. ასევე მაქვს  onedrive, დღეს კი ვისწავლე  მუშაობა googledrive-ში და,  ვფიქრობ, მასაც აქტიურად გამოვიყენებ.
  •   დავასრულეთ  ბუკლეტზე  მუშაობა;
  • შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო;
  • მოვამზადეთ  პროექტის  პრეზენტაცია;
  • საქაღალდე, ფაილები და პრეზენტაცია ავტვირთეთ   googledrive-ში
  • პრეზენტაცია  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია



суббота, 31 октября 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა  სტანდარტების მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების  გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
  • შევქმენით  ბუკლეტი;
  • განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების ჩარჩო;
  • განვიხილეთ  შეფასების 5 ძირითადი მიზანი.



პირველი დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანით  პროექტზე დაფუძნებულ  სწავლებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის  

განმავლობაში სისტემატურად ვცდილობდი,  მეც  და ჩემს მოსწავლეებსაც            მნიშვნელოვან და თემებთან დაკავშირებით  გვემუშავა  პროექტებზე, ამ მოდულმა განსხვავებული კუთხით ამანახა  ჩემ როლი და ფუნქცია  სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. 
ვფიქრობ, ეს ტრენინგი  დამეხმარება უფრო  ორგანიზებულად წარვმართო  მომავალი  პროექტები.


  •        ანვიხილეთ, რა არის პროექტი;
  •        ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ;
  •        შევქმენით ბლოგი;
  •        შევქმენით პროექტის პორტფოლიო;
  •        განვიხილეთ  პროექტის  გეგმის შაბლონი.